ფეხბურთი

11:47 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი" ზედიზედ 21-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში

მიუნხენის „ბაიერნი" უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე ზედიზედ 21-ედ გავიდა. შეგახსენებთ, რომ საერთო ეტაპის ბოლო, მე-8 ტურში გერმანულმა გრანდმა საკუთარ მოედანზე გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანს“ 3:1 მოუგო.

ჯამში „ბაიერნმა“ტურნირის საერთო ეტაპზე 15 ქულა მოაგროვა, მე-12 ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალში ვერ გავიდა. ახლა ისინი პლეი-ოფში ითამაშებენ ორი მეტოქიდან ერთ-ერთთან - „მანჩესტერ სიტისთან“ ან შოტლანდიურ „სელტიკთან.“

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა 31 იანვარს გაიმართება.

0.132131