ფეხბურთი

11:08 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის (თასის) 51 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების საერთო ეტაპის მე-8 ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ სტუმრად 4:1 დაამარცხა „ზალცბურგი,“ რითაც გაიმეორა კლუბის 51 წლის წინანდელი რეკორდი ევროპის თასის მთავარ ტურნირზე - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Sport.

1973/1974 წლების სეზონის შემდეგ პირველად, მადრიდელებმა სამი გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) ერთ შეჯიბრში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „წითელ-თეთრებმა“ ფრანგული პსჟ (2:1) და ჩეხური „სპარტა“ (6:0) დაამარცხეს.

2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის საბოლოო ცხრილში „ატლეტიკომ“ 18 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა და პირდაპირ გავიდა ტურნირის 1/8 ფინალში.

0.12169