სხვა

1:00 | 30.01.2025 | ნანახია 457 - ჯერ

ლიდერი მოკლე პროგრამის შემდეგ: ანასტასია გუბანოვას შესანიშნავი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია გუბანოვა ლიდერია.

ტალინში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე მოკლე პროგრამაში 31 სპორტსმენი გამოვიდა, სადაც საუკეთესო შედეგი გუბანოვამ აჩვენა, რომელმაც 68.99 ქულა დაიმსახურა. ანასტასიას 37.31 ქულა ტექნიკურ კომპონენტებში, ხოლო პროგრამულში 31.68 ქულა ერგო.

თავისუფალ პროგრამაში შეჯიბრი 31 იანვარს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვას კარიერაში თითო ოქრო-ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, შესაბამისად, 2023 და 2024 წლებში.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:16 | 30.01.2025
liberaltmtyvneli123 (421)

კი მარა ეს სტატია ლევან სეფისკვერაძესთან შეთანხმებულია?!. . . ბიულეტენზე ხომ არაა და გაიპარა . . .რუსი ოკუპანტის შესახებ. . .არ გეპატიებათ ბატონო ლევან. . რა ხდება გადაუხვიეთ ევროპულ კურსს?. . . ვაი სირცხვილო!!!!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109046