ლევერკუზენის „ბაიერმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ არგენტინელი ნახევარმცველი ემილიანო ბუენდია დაიმატა.
ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, 28 წლის შემტევი კი, გერმანულ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.
ბუენდია „ასტონ ვილაში“ 2021 წლიდან თამაშობდა, მანამდე „ხეტაფეს“ და „ნორვიჩ სიტის“ წევრი იყო.