ფეხბურთი

21:00 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" "არსენალს" უოტკინსის ტრანსფერზე უარი უთხრა, მაგრამ დურანს საუდის არაბეთში ყიდის

ლონდონის „არსენალი“ სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს ეძებს, რომელიც ტრავმირებულ გაბრიელ ჟეზუშს შეცვლის და „ასტონ ვილადან“ ოლი უოტკინსის შეძენა სურს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ასტონ ვილამ“ უარყო 60-მილიონიანი (გირვანქა სტერლინგი) შეთავაზება ინგლისელ ფორვარდზე, რადგან ბირმინგემელებისთვის მიუღებელია, რომ შეთავაზება სატრანსფერო პერიოდის მიწურულს მიიღეს გუნდის ლიდერის შესახებ.

სამაგიეროდ, დიდი შანსია ინგლისური კლუბი მეორე ფორვარდმა ჯონ დურანმა დატოვოს, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს. „ასტონ ვილა“ მზადაა ნიჭიერი კოლუმბიელი საუდის არაბეთში გაყიდოს, კერძოდ, „ალ-ნასრიში“, რომელიც 70 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმაა.

„ალ-ნასრი“ ანდერსონ ტალისკას შემცვლელს ეძებს, თითქოს, გადაწყვეტილი იყო „ლევერკუზენიდან“ ვიქტორ ბონიფეისის ტრანსფერი, მაგრამ ახლა წინა პლანზე დურანის ტრანსფერიც გადავიდა.

0.112872