ფეხბურთი

20:20 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამო თბილისმა" ვაკო გვილია დაიმატა

ვაკო გვილია „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. ქართველმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თბილისში შეუერთდება.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ბოლოს 2024 წლის გაზაფხულზე ითამაშა, პირველი კომენტარიც გააკეთა: „ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები მწვანე მინდორზე და ბედნიერი ვარ, რომ ამას „დინამო თბილისის“ რიგებში გავაკეთებ. ვიმედოვნებ წლევანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება“.

ვაკო გვილიას საფეხბურთო კარიერა უკრაინული ზაპოროჟიეს მეტალურგში დაიწყო. შემდეგ ბელარუსის მინსკის და ბატეს, შვეიცარიული ლუცერნის, პოლონური გურნიკის, ლეგიას, რაკუვისა და პიასტის რიგებს იცავდა.

გვილია სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ იჩემპიონა და ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიას 44 მატჩი (3 გოლი, 3 ასისტი) აქვს ჩატარებული.

0.124503