სხვა

18:37 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოკლე პროგრამა ჩავარდა - ქართველები თავისუფალი პროგრამის იმედად
ბერულავა-მეტელკინას დუეტი მე-9 ადგილზე იმყოფება

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ყველა კატეგორიაში გამოდის. ჩვენი ქვეყნიდან ყინულზე დღეს სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გავიდა.

ქართველების დუეტმა მოკლე პროგრამაში იმედები ვერ გაამართლა. ევროპის ვიცე-ჩემპიონებმა მსაჯებისგან 57.03 ქულა მიიღეს და ამ დროისთვის მე-9 ადგილზე არიან.

სულ ევროპის ჩემპიონატზე 18 წყვილი გამოდიოდა, რომელთაგანაც კვალიფიკაცია 16-მა დაძლია. პირველ ადგილზე გერმანელები იმყოფებიან. მინერვა ფანიან ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის წყვილს 71.59 ქულა აქვსთ და მეორე პოზიციაზე მყოფ იტალიელებს .07 ქულით სჯობნიან.

თავისუფალი პროგრამა ხვალ გაიმართება და შესაბამისად გამარჯვებულის ვინაობაც 30 იანვარს გაირკვევა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები პირველ ადგილზე მყოფ გერმანელების დუეტს 14.56 ქულით ჩამორჩებიან. დღეს ქალებში ვიხილავთ ანასტასია გუბანოვას, რომელიც ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

0.11446