ფეხბურთი

16:33 | 29.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "რომაში" გადასვლაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „რომაში“ ტრანსფერზე უარი თქვა.

როგორც Foot Mercato იტყობინება, 24 წლის ფორვარდს არ სურს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „ლიონის“ დატოვება, რომელიც მისი საყვარელი კლუბია და სულ რაღაც 6 თვის წინ შეუერთდა.

„რომას“ მხრიდან ინტერესი არსებობდა, თუმცა, ფეხბურთელის უარის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ გარიგება გამორიცხულია. მიქაუტაძით „გალათასარაიც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი ფეხბურთელის უარი გამოდგა.

მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში მიქაუტაძემ 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.125191