ფეხბურთი

15:37 | 29.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსის საუდის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში სტუმრად "ბრესტს" დაუპირისპირდება."სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიელმა სპეციალისტმა ვინისიუს ჟუნიორის საუდის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"ვინისიუსის არაბეთში გადასვლა? დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მას რეალში დარჩენა და ტიტულების მოგება სურს. შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთში ყველაფერი მესმის, მაგალითად კროოსის კარიერის დასრულებას ბევრი ვერ იგებდა, თუმცა მე ყველაფერს მივხვდი. ვინის ჩვენთან დარჩენა და ტიტულების მოგება სურს."-განაცხადა ანჩელოტიმ.

ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილელ ფეხბურთელ ვინისიუს ჟუნიორს საუდის არაბეთის კლუბმა შესთავაზა ხუთწლიანი კონტრაქტი 1 მილიარდი ევროს ანაზღაურებით.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.11055