ფეხბურთი

14:33 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

სამედიცინო შემოწმება ჩანიშნულია, "მანჩესტერმა" 20 წლის მცველის ტრანსფერი შეათანხმა

მანჩესტერ "იუნაიტედმა" "ლეჩესთან" 20 წლის მცველის პატრიკ დორგუს შესახებ შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით სამედიცინო შემოწმება ხუთშაბათს ჩაინიშნა და დროგუს ინგლისში ელოდებიან. როგორც ცნობილი ხდება "წითელი ეშმაკები" დანიელი მარცხენა მცველის სანაცვლოდ, იტალიელებს ჯამში 37.5 მილიონს გადაუხდიან.

პატრიკ დორგუმ 2023 წლიდან „ლეჩეს“ მაისურით 48 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო დანიის ნაკრებში ოთხ თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.125435