სხვა

14:05 | 29.01.2025 | ნანახია 1492 - ჯერ

შონ ომალის მწვრთნელი: "ოქტაგონზე სულ სხვა შუგას იხილავთ, რომელიც მერაბს ნაწილებად დაშლის"

UFC-ის ამერიკელი მებრძოლის შონ ომალის მწვრთნელმა ტიმ უელჩმა მერაბ დვალიშვილისა და შუგას რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქტაგონზე მაყურებელი განსხვავებულ სცენარს იხილავს და ომალი მერაბს ნაწილებად დაშლის.

"მერაბ დვალიშვილი ამ დივიზიონში ყველა მებრძოლისთვის დიდი პრობლემაა, რადგან მას აქვს წარმოუდგენელი ენერგია, ყოველთვის წინ მიდის და ცდილობს მეტოქე წნეხში ჰყავდეს, ის დაუღლელი მანქანაა. ვფიქრობ შონ ომალის და მერაბის რემატჩში მაყურებელი განსხვავებულ სცენარს იხილავს. როდესაც ომალი 100%-ით მზად იქნება საბრძოლველად, გვექნება სრულყოფილი კემპი, ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია. შუგა ოქტაგონზე შევა და მერაბს ნაწილებად დაშლის."- განაცხადა ტიმ უელჩმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 15 სექტემბერს შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:01 | 10.09.2019
arsena8 (731)

ჯერ-ჯერობით არც იქ წყვიტავს ვარსკვლავებს სადაც გადავიდა, ამიტომ მაინდამაინც თავს ნუ მოიკლავთ.

21:47 | 09.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

აღარ დაიღალეთ თქვე კაი ხალხო!? გავიგეთ უკვე გავიგეეთ...

0.06398
1492