„სანტოსის“ პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ დაადასტურა, რომ ნეიმარი მშობლიურ კლუბში დაბრუნდება.
მან სოციალურ ქსელში ნეიმარის შესახებ წერილი გამოაქვეყნა:
„გუშინდელივით მახსოვს, როცა ჩვენი მარადიული კაპიტანი ზიტო ჩემთან მოვიდა და მომიყვა ძვირფასი და დაუვიწყარი ბეტინიოს მიერ აღმოჩენილი ტალანტის შესახებ - ნეიმარი ერქვა. საოცარი ტალანტი. სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ეს ბიჭი გაიზარდა და გახდა გენიოსი, რომელმაც დაიპყრო ბრაზილია და მსოფლიო. შენ, ნეიმარ წახვედი შენი ოცნებების ასახდენად, მაგრამ პირობა არასდროს დაგვიწყებია: მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები. გახსოვს? დარწმუნებული ვარ, ეს ფრაზა მთელი ამ ხნის განმავლობაში შენთან იყო. დადგა დრო, ნეიმარ. დადგა დრო, რომ შენს ხალხს დაუბრუნდე. შენს სახლში, შენი გულის კლუბში. მოგესალმებით პატარა ნეი, ბიჭი ვილა ბელმიროდან. მოდი, ისევ გაიხარე შენი წმინდა მაისურით. წმინდა ხალხი ხელგაშლილი გელოდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში ტეიშეირამ.
შეგახსენებთ, რომ „სანტოსი“ ნეიმარის მშობლიური კლუბია, სადაც 2009-2013 წლებში 225 მატჩში 136 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს ასევე, „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ აქვს ნათამაშები.