უეფას ევროპა ლიგის შეხვედრას ბელგიურ ანდერლეხტსა და გერმანულ ჰოფენჰაიმს შორის გიორგი ყრუაშვილი განსჯის.
ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება, VAR-ის ოთახში კი ალეკო აფციაური იმუშავებს.
ანდერლეხტის და ჰოფენჰაიმის შეხვედრა 30 იანვარს, ბრიუსელში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.