ფეხბურთი

22:18 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ფეხბურთელის კურიოზი პრესკონფერენციაზე: "გასპერინი ვინაა?" (+VIDEO)
ბალდეს "ატალანტას" მწვრთნელის შესახებ არასდროს არაფერი გაუგია

„ბარსელონას“ მცველი ალეხანდრო ბალდე „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე იყო, სადაც აღმოჩნდა, რომ იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს და როგორც ჩანს, არც არასდროს გაუგია, ვინაა.

ჟურნალისტმა ბალდეს ჰკითხა, თუ რას ფიქრობს გასპერინის ფეხბურთის შესახებ, „ბარსას“ მცველს კი, გასპერინი ფეხბურთელი ეგონა და თქვა: „რა არის შენი შეკითხვა? რომელ ფეხბურთელზე საუბრობთ? ვერ მივხვდი, რომელ ფეხბურთელზე იყო საუბარი, რომელს გულისხმობდით?“.

ბალდეს აუხსნეს, რომ ჟურნალისტი არა ფეხბურთელზე, არამედ „ატალანტას“ მწვრთნელზე საუბრობდა, რის შემდგომაც ბალდემ დარბაზში მყოფი ხალხის სიცილის ფონზე აღიარა: „ვინ არის? გულწრფელად, არ ვიცნობ, არ ვიცი, რა ვთქვა“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ მერვედფინალის საგზური განაღდებული აქვს, ხოლო „ატალანტას“ პლეი-ოფის. იტალიური კლუბი მოგების შემთხვევაში პირდაპირ მერვედფინალში გავა.

0.117026