ფეხბურთი

20:35 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" "ლეჩედან" 20 წლის მცველს 37 მილიონად დაიმატებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ იტალიური „ლეჩედან“ ნიჭიერი მცველის, პატრიკ დორგუს ტრანსფერთან ახლოსაა.

იტალიური მედიის ცნობით, კლუბებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ინგლისელები „ლეჩეს“ 30 მილიონ ევროდ გადაუხდიან, რასაც ბონუსის სახით 7.5 მილიონიც დაემატება. ასე რომ, 20 წლის დანიელი მარცხენა მცველის ტრანსფერი „მანჩესტერს“ ჯამში 37.5 მილიონი ევრო დაუჯდება.

დორგუს ინგლისურ გრანდთან შეთანხმება მიღწეული აქვს, შესაბამისად, სულ მალე მოსალოდნელია, რომ ყველა დეტალზე საბოლოო შეთანხმება მოხდება და ფეხბურთელი ინგლისში გადაბარგდება.

პატრიკ დორგუმ 2023 წლიდან „ლეჩეს“ მაისურით 48 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო დანიის ნაკრებში ოთხ თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.118584