იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო ტრევიზანიმ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე უკეთ თამაშობს.
მისი აზრით, ეს პარადოქსია, მაგრამ რეალობაა, რაც ანტონიო კონტეს გუნდის ბოლო მატჩებში კარგად გამოჩნდა.
„გუნდის დამოკიდებულება კარგად იკითხება პოლიტანოს ეპიზოდში, როცა დაცვაში ჩავიდა და მეტოქისთვის ბურთის წართმევა ისე იზეიმა, თითქოს, გოლი გაიტანა. ახლა „ნაპოლი“ უკეთ თამაშობს, პარადოქსულია, მაგრამ კვარაცხელიას გარეშე. მათ იციან, როგორ იტანჯონ, როგორ მოიგონ მატჩები. ქულათა დაგროვების საშუალო მაჩვენებელი საოცარია, დიდი შანსია, „ნაპოლიმ“ სეზონი ისევ დაახლოებით 90 ქულით დაასრულოს“, - თქვა ტრევიზანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 22 ტურის შემდეგ 53 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ „ინტერს“ კი, 3 ქულით უსწრებს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
Warning: Undefined array key "Interface" in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php on line 139
Fatal error: Uncaught mysqli_sql_exception: Duplicate entry '1-241afb318a8d80bd7f8435881d2b67d5' for key 'LangID_2' in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php:510 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php(510): mysqli_query() #1 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php(320): _Interface() #2 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 510