საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
„რეიმსთან“ სადებიუტო მატჩში შესრულებული საგოლე პასი ქართველს ლიგა 1-ის ვებგვერდის ვერსიით ტურის სიმბოლურში მოხვედით დაუფასდა.
მე-19 ტურის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: ანტონიო ლოპეში (ნანტი)
მცველები: პრჟემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი), დანტე (ნიცა), ფაკუნდო მედინა (ლანსი), ნუნუ მენდეში (პსჟ)
ნახევარმცველები: დეზირ დუე (პსჟ), ანდრეი სანტოსი (სტრასბური), მაგნეს აკლიუში (მონაკო)
თავდამსხმელები: უსმან დემბელე (პსჟ), ევან გესანი (ნიცა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მორიგ ტურში პსჟ პირველ თებერვალს, „ბრესტს“ სტუმრად დაუპირისპირდება.