ფეხბურთი

16:50 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ "ქოჯაელისპორი" დატოვა, შეთავაზებები კი, უნგრეთიდან და ჩინეთიდან აქვს

გიორგი ბერიძემ „ქოჯაელისპორი“ დატოვა და ახალი კლუბის ძიებაშია. ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ეს მალე უნდა მოხდეს.

ბერიძე უკვე საქართველოში დაბრუნდა, სადაც განიხილავს შეთავაზებებს, რომლებიც აქვს. საუბარია უნგრულ „უიპეშტში“ დაბრუნებაზე, სადაც 2018-2019 da 2020-2022 წლებში თამაშობდა და 89 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა. ასევე, დაინტერესებულია ჩინური კლუბიც, თუმცა კონკრეტული სახელი უცნობია.

ბერიძემ „ქოჯაელისპორისგან“ უკვე მიიღო ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კუთვნილი ხელფასი და შეთავაზებებს განიხილავს.

27 წლის ქართველი „ქოჯაელისპორში“ 2023 წლიდან თამაშობდა, სადაც 43 მატჩში 7 გოლი გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ანკარაგუჯუში“, „ლოკერენში“, „გენტში“, „ტრენჩინში“, „ზესტაფონსა“ და „დილაში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.109066