ბელარუსული „ენერგეტიკის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსეი მერკულოვმა ლონდონის „ჩელსისთან“ პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ (3:1), „მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულის, უზბეკი მცველის აბდუკოდირ ხუსანოვის გამოსვლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მე-3 წუთზე „სიტის“ 50-მილიონიანმა შენაძენმა უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც „ქალაქელების“ კარში გოლი მოჰყვა.
„ჩელსისთან“ სადებიუტო მატჩი შორს იყო საუკეთესოსგან აბდუკოდირის კარიერაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო განგაშის ატეხვა და ეს თავად გვარდიოლამაც თქვა.
ფეხბურთელმა ძალიან მცირე მონაწილეობა მიიღო გუნდის საწვრთნელ პროცესში და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რომ „ჩელსი“ არ არის ბოლო კლუბი მსოფლიოში. კიდევ, მნიშვნელოვანია ტაქტიკური ფაქტორი. თუ დააკვირდებით, „ლანსი“ და „სიტი“ დაცვას განსხვავებულად ათამაშებენ. ასე რომ, ჩვენც უნდა შევეგუოთ ამას.
ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტის“ სამწვრთნელო შტაბს კარგად ესმის სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელი მოერგება გუნდს, შეეგუება სავარჯიშო პროცესს და ინგლისის ჩემპიონატს. ვიმედოვნებთ, გვარდიოლა გააგრძელებს გუნდში ადგილის ნდობას ხუსანოვისთვის“, - ციტირებს მერკულოვის სიტყვებს Championat.com.
შეგახსენებთ, რომ აბდუკოდირ ხუსანოვმა „ქალაქელების“ შემადგენლობაში პირველ თამაშში საგოლე შეცდომა მესამე წუთზე დაუშვა, მეოთხე წუთზე კი ყვითელი ბარათითაც დაისაჯა.