ფეხბურთი

15:53 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა 40 მილიონ ევროზე უარი თქვა

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა უარი თქვა საუდურ „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ კუთვნილ 40 მილიონ ევროზე - წერს ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, ნეიმარი ამჟამად ბრაზილიაში მიემგზავრება, სადაც მალე მშობლიურ „სანტოსთან“ კონტრაქტი უნდა გააფორმოს. თავდამსხმელი ბრაზილიურ კლუბთან ხუთთვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ამ სეზონში ნეიმარმა „ალ-ჰილალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

თეგებინეიმარი
0.112812