ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი მცველის დანილოს გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა. კლუბის ყოფილ კაპიტანთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა.
„დანილო ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი. ჩემპიონი, რომელსაც მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ: მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები მომავალში, დანილო!” - ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბრაზილიელმა მცველმა „იუვენტუსში“ 213 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ტურინული გუნდის შემადგენლობაში, ფეხბურთელმა მოიგო ერთი იტალიის ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი და ორჯერ გახდა იტალიის თასის გამარჯვებული, რომელთაგან ბოლო მან რომში კაპიტნის რანგში შარშან მაისში მოიგო.