ფეხბურთი

12:24 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი ჟურნალისტზე თავდასხმის სკანდალურ ეპიზოდს პირველად გამოეხმაურა

„გალათასარაის“ ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ მზად არის უჩივლოს თურქული Posta-ს რეპორტიორ თოლგა ბოზდუმანს, რომელიც მანამდე ნიგერიელ ფეხბურთელს თავდასხმაში ადანაშაულებდა.

„არასოდეს დამირტყამს ამ ბიჭისთვის, უბრალოდ მივედი მასთან და ვუთხარი, რომ ფოტო წაეშალა. ჩემი ფოტოა და სრული უფლება მაქვს ვუთხრა, რომ წაშალოს. არ ვარ ახალი ამ საკითხში. ვიცოდი, რომ იტყუებოდნენ, იტყუებოდნენ და მხოლოდ იტყუებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის მოგვარება ადვილი არ იქნება. ბევრი ყვირილი არ მჭირდება, მაგრამ საჭირო ნაბიჯებს გადავდგამ. თუ მოიტყუა, კანონის რისხვას ვერ ასცდება“, - ციტირებს ოსიმენის სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ რეპორტიორმა ბოზდუმანმა თქვა, რომ ნიგერიელმა მას თავში ჩაარტყა ფოტოს გადაღების გამო, როდესაც ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად ღამის კლუბს ტოვებდა.

0.117495