ფეხბურთი

10:48 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაბათში 2025 წლის აფრიკის ერთა თასის წილისყრა გაიმართა

27-28 იანვრის ღამეს, მაროკოს ქალაქ რაბათში 2025 წლის აფრიკის ერთა თასის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგები:

A ჯგუფი: მაროკო, მალი, ზამბია, კომორის კუნძულები;

B ჯგუფი: ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა, ანგოლა, ზიმბაბვე;

C ჯგუფი: ნიგერია, ტუნისი, უგანდა, ტანზანია;

D ჯგუფი: სენეგალი, კონგო, ბენინი, ბოტსვანა;

ჯგუფი E: ალჟირი, ბურკინა-ფასო, ეკვატორული გვინეა, სუდანი;

ჯგუფი F: კოტ-დ'ივუარი, გაბონი, კამერუნი, მოზამბიკი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი მაროკოში 2025 წლის 21 დეკემბრიდან 2026 წლის 18 იანვრამდე გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კოტ დ'ივუარია. მეორე ადგილი ნიგერიის ნაკრებმა დაიკავა, მესამეზე კი სამხრეთ აფრიკა გავიდა.

0.1111