ფეხბურთი

2:20 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

პიერ საჟი დაითხოვეს, მიქაუტაძეს "ლიონში" ახალი მწვრთნელი ეყოლება

„ლიონიდან“ მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი დაითხოვეს. ჯერჯერობით, ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს და ოფიციალურად კლუბს არ დაუდასტურებია, მაგრამ ეს ფორმალობა და მხოლოდ დროის საკითხია.

პიერ საჟის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგებია, „ლიონს“ ბოლო 5 მატჩი არ მოუგია. დიდი ალბათობით, მას პაულუ ფონსეკა შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ზუსტად ერთი თვის წინ „მილანიდან“ დაითხოვეს. ასე რომ, გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბში ახალი მწვრთნელი ეყოლება.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მეექვსე ადგილზეა, საფრანგეთის თასს მეხუთე დივიზიონის გუნდთან მარცხით გამოეთიშა, ხოლო ევროპა ლიგაზე 7 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

0.111325