„ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მასიმო მაურომ განაცხადა, რომ ანტონიო კონტე კმაყოფილია ხვიჩა კვარაცხელიას წასვლით, რადგან ახლა დავიდ ნერეშს მუდმივი სათამაშო დრო აქვს, რომელიც თავის მხრივ ძალიან მოტივირებულია და მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს:
„მჯერა, რომ კონტე კმაყოფილია კვარაცხელიას წასვლით, თუნდაც ეს არასოდეს აღიაროს. კმაყოფილია, რადგან ნერეშს სურს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა და ამიტომ, მოედანზე ყოველთვის 100%-ით იხარჯება, რაც კონტეს ფილოსოფიას ერგება. კონტე კარგად იცნობს იტალიის ჩემპიონატს, ანტონიომ იცის, რომ ლაპარაკი მშვენიერია, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭიროა დაჯდე და გააცნობიერო, როგორ შექმნა გუნდი დიდი მიზნების დასაპყრობად“, - თქვა მაურომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 22 ტურის შემდეგ 53 ქულით ლიდერობს და 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ინტერს“, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.