ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილო მონპელიეს ტურნირში იღებს მონაწილეობას. ნიკოლოზს ტურნირის ძირითად ბადეს 1 მოგება აშორებს.
ბასილაშვილმა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, მე-2 ნომრად განთესილი იტალიელი მატეო გიგანტე ორ სეტში 6:3, 7:5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი ტიტუან დროგე იქნება.
გეტყვით, რომ ბასილაშვილისა და დროგეს შეხვედრა დღეს, 16:30 წუთზე გაიმართება. ბასილაშვილმა ბოლოს პორტუგალიაში იასპარეზა, სადაც 50 სარეიტინგო ქულა დააგროვა და ATP-ის რეიტინგში 28 საფეხურით დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად 178-ე ადგილს იკავებს.