"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა "ბარსელონასთან" განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ (7:1) კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას მის თავზე იღებს და გულშემატკივარს დაპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
"მძიმე თამაში გამოვიდა და ეს წაგება ძალიან მტკივნეულია. ყველა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან გუნდმა ვერ აჩვენა ის ინტენსივობა, რაც ასეთ მატჩების ჩასატარებლადაა საჭირო. არანაირ პოზიტივზე საუბარი არ შემიძლია, გარდა დიახაბის დაბრუნებისა, რომელსაც დიდი დრო გაუცდა ტრავმის გამო. მესმის გულშემატკივრის გულისტკივილი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს."-განაცხადა კორბერანმა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში 16 ქულით მე-19 ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 თებერვალს, ვიგოს „სელტას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ 42 ქულით მესამე საფეხურს იკავებს და 2 თებერვალს, „ალავესს“ შეხვდება.