ბულგარეთის მსოფლიო თასზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გუნდური ასპარეზობები T32-დან დაიწყო სადაც საქართველომ საუდის არაბეთი 45:38 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე კი ირანის გუნდს 45:36 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
ნახევარფინალში გადასასვლელი ბრძოლა ქართველმა მოფარიკავეებმა საფრანგეთთან დათმეს. თუმცა, მათი გამოსვლა მაინც გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა მე-7, მე-8 ადგილებისთვის ბრძოლაში ჰონგ კონგი 45:34 დაამარცხა და მე-7 ადგილი დაიკავა. ეს პოზიცია მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან კარგი შედეგია.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგა: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია