ფეხბურთი

10:11 | 26.01.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ძალიან ბედნიერი ვარ, წარმოუდგენელი გრძნობა იყო"
"ერთი თვის შემდეგ პირველად ვითამაშე და ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვარ"

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. „რეიმსის“ წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა თავი საგოლე პასით გამოიჩინა, თუმცა პსჟ-მ ქულები მაინც დაკარგა.

კვარაცხელია მატჩის შემდეგ L’Equipe-ს პირველ შთაბეჭდილებებზე ვრცლად ესაუბრა.

- „პარკ დე პრენსზე“ პირველი მატჩი, როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

- წარმოუდგენელი გრძნობა იყო. ძალიან კარგი ატმოსფერო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ამ გულშემატკივრებთან, ამ გუნდთან, ამ წარმოუდგენელ ფეხბურთელებთან ერთად.

- როგორ გრძნობდით თავს მოედანზე?

- კარგად. რთული მატჩი იყო. იყო შანსები, სადაც უნდა გაგვეტანა, ბევრი შანსი ხელიდან გავუშვით. ამით აიხსნება, რომ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ.

- უსმან დემბელეს გაატანინეთ, რას გრძნობთ?

- ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ იმ მომენტში საგოლე გადაცემა გავაკეთე. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან დღეს უნდა მოგვეგო, მაგრამ ჩვენ უფრო მეტს ვიმუშავებთ და მომდევნო მატჩებში გავიმარჯვებთ.

- ფიზიკურად როგორ ხართ?

- კარგად. უბრალოდ, ერთი თვეა არ მითამაშია. ვფიქრობ, ამიტომაც ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელი და პერსონალი მეხმარებიან, მეტი ვიმუშაო ოპტიმალურ ფორმაში დასაბრუნებლად. გავაგრძელებ მუშაობას, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე.

- რამდენიმე პოზიციაზე ითამაშეთ. როგორ ფიქრობთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო?

- ვფიქრობ, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია. ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ყველა პოზიციაზე (ერთ მატჩში). ძალიან სასიამოვნოა, როცა მოედანზე თავს თავისუფლად გრძნობ, როცა კართან ახლოს ხარ. მთავარი გუნდის სტრატეგიაა.

- როგორი იყო პირველი კვირა პსჟ-ში?

- კარგი. ფეხბურთელები და კლუბი განსაკუთრებულად ზრუნავდნენ ჩემზე. მეუბნებოდნენ: "უბრალოდ იფიქრე ვარჯიშზე, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ". ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- ახლა, გინდათ, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდეს...

- რა თქმა უნდა, დიახ. მე ვიყავი მათი პირველი გულშემატკივარი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, ეს იყო შესანიშნავი მატჩი, წარმოუდგენლად ვითამაშეთ, დავიმსახურეთ მოგება. რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენი ხარისხი ვაჩვენეთ.

- შტუტგარტთან მაინც რთული თამაში იქნება...

- ჩემპიონთა ლიგაზე იოლი მატჩი არ არსებობს. მოვემზადებით.

- გუნდთან ერთად წახვალთ გერმანიაში?

- მე ასე მგონია. თუ ნებას მომცემენ, იქ ვიქნები.

- როგორია იმავე ჩემპიონატში თამაში, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) და ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) თამაშობენ?

- ბედნიერი ვარ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ახლა უკვე მეტოქეებიც. როდესაც ნაკრებში ვიქნებით, შეიძლება ვიკამათოთ კიდეც (იღიმის - რედ).

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „რეიმსის“ მატჩი 1:1 დასრულდა, პარიზელთა ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ სწორედ კვარაცხელიას პასით გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „შტუტგარტთან“ გამართავს, სადაც კვარაცხელიას თამაშის უფლება ჯერ არ აქვს, ხოლო ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პირველ თებერვალს, სტუმრად „ბრესტს“ შეხვდება. პსჟ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და 47 ქულით ლიდერია.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:50 | 07.04.2014
araza-1918 (6330)

არაბებამდე თვენახევრით ადრე.ნაკრების აბოიმიდან 25 კაცი ფორმაში არიან ----ლორია ნუკრი---კაშო აკაკი გია კვირკველიები ლაშა უჩა/ყირიმში წაიყვანეს/------ ჯანო ჯაბა ვაკო ავთო გრიგალაშვილები----ჭანტო ლადო მარცვალა ბაჩო. არ უთამაშიათ ბუბა კობახა თაგვი ოქრი მჭედლო მათე

22:07 | 06.04.2014
beqa16885 (169)

წუხანდელი პრიმერას მატჩების მიმოხილვა გამოგრ>ჩათ თუ გამოტოვეთ

20:57 | 06.04.2014
miyvarxarsaqartvelo (483)

Realurad axalgazrdebidan janom moumata,papavanac, oqris ar vici ra daanebos am suratebiss gadagebas da facebookze maimunobas tavi da mxolod fexburtze ifiqros dzaan mwkins ra. Chanturiamac ukusvla daiwyi ((

20:50 | 06.04.2014
lado (1613)

ჯანომ შეაგდო მაგრა გამიხარდა.. მაგრამ სიმართლე გითხრათ მის გოლს მირჩევმია საგოლე პასები არიგოს, იმიტომ რომ ბომბარდირი ვერ გახდება და აი საუკეთესო ასისტენტის ადგილს შეიძლება გამოკრას ხელი..

20:54 | 06.04.2014
miyvarxarsaqartvelo (483)

Yubanis motamashe uswrebs bulgareli romaa. Uswrebs ki ara tqnqbqri pasebi aqvt. Magan tu ase moumata magari iqneba nakrebistvisac.

20:52 | 06.04.2014
tornike_qochlaa (5528)

2 რეზეა თუ არ ვცდები საგოლებით დანი უსწრებს ზენიტის იგროკი როა

21:37 | 06.04.2014
shakoshalo (17)

2რეზე არაა სამწუხაროდ მაგაზე მეტი პასი პოპოვს აქვს 9. მერე სამედოვს 7 და მერე ჯანოს და კიდე 6კაცს აქვს 6პასი

21:38 | 06.04.2014
tornike_qochlaa (5528)

9 უწერია ტრაფერმარკეტზე ბრატ

23:52 | 06.04.2014
lado (1613)

stripslashes((strlen('http://www.transfermarkt.de/de/premier-liga/torschuetzen/wettbewerb_RU1.html')>0?'http://www.transfermarkt.de/de/premier-liga/torschuetzen/wettbewerb_RU1.html':'http://www.transfermarkt.de/de/premier-liga/torschuetzen/wettbewerb_RU1.html'))

20:48 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

კიი. იმედია მიაქცევენ ყურადღებას ნორმალური გუნდების სკაუტები

20:45 | 06.04.2014
tornike_qochlaa (5528)

იტოგში ჯანომ შეაგდო დგეს მაგარ ფორმაშია პატარა მოდრიჩია 3 თამაშია ზედიზედ გაქვს თან ახსანიშნავია რო როსტოვის სქემა 4 5 1 თია და ძან ქვემოდან თამაშობს ჯანო პახოდუ დგეს 2 ვე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეთ ჯანო დასახელეს იტოგში 20 თამაში 4 გოლი ერთი თასზე და 9 საგოლე გადაცემა ძან მაგარი შედეგია !

20:42 | 06.04.2014
Irakli Aspanidze (492)

ჯანომ შეაგდო დღეს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066584
სარეკლამო ადგილი - 99
X x X