„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ გამარჯვების (2:1) კომენტარი გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ შეაქო თავისი ფეხბურთელები და აღნიშნა, რომ „ნაპოლი“ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს.
„ხშირად მესმის კომენტარები, რომ სხვა გუნდები უფრო ლამაზად თამაშობენ. სამაგიეროდ მე ვიტყვი, რომ ეს „ნაპოლი“ ევროპული გუნდია, რომელიც ევროპულ ფეხბურთს თამაშობს და გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რასაც ვაკეთებთ.
მე ვავარჯიშებ ბიჭებს, რომლებმაც იციან როგორ გაუმკლავდნენ სირთულეებს, რომლებიც ბოლო წუთებში წარმოიქმნება, როგორიცაა მაგალითად, ოლივერას ტრავმა გუნდის სიძლიერე ყოველდღიური მუშაობის ნაყოფია და შედეგის ნახვა მოედანზე შეგიძლიათ. დავამარცხეთ მეტოქე, რომელესაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში კიდევ უფრო ძლიერდება და აქამდე წაგება არ ჰქონდა.
გასული სეზონი „ნაპოლიმ“ „ინტერთან“, „იუვენტუსთან“, „მილანსა“ და „ატალანტასთან“ დიდი ჩამორჩენით დაასრულა. ისინი შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნები არიან, როდესაც „ინტერში“, „მილანში“ და „იუვენტუსში“ ხარ, სალაპარაკო არაფერია, უბრალოდ უნდა მოიგო, რადგან ეს არის ამ კლუბების ისტორია, თუს და მაგრამის გარეშე.
„ატალანტასა“ და „იუვენტუსთან“ ზედიზედ მოგება ჩვენს თავდაჯერებას ზრდის. ბოლო დროს ისეთი რაღაცები მოხდა ჩვენს თავს, რასაც ნებისმიერის მოკვლა შეეძლო, ჩვენ სამაგიეროდ, ყველაფერს მაგრად დავხვდით და ტირილი არ დაგვიწყია“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 22 ტურის შემდეგ 53 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 2 თებერვალს, სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია