„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
კონტემ კვარას წარმატებები უსურვა, მაგრამ თქვა, რომ ის მის გუნდზე ფიქრობს და შეუცვლელი არავინაა:
„კვარას და მის ოჯახს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ. მან თავისი არჩევანი გააკეთა. თუმცა, ჩემთვის სამწუხაროა იმის გაგება, რომ აგენტები პსჟ-სთან მოლაპარაკებებს გარკვეული დროის განმავლობაში აწარმოებდნენ, ეს არ მიმაჩნია ლამაზ ჟესტად. საუკეთესოს ვუსურვებთ, რადგან კარგი ბიჭია და იმსახურებს, ჩვენ კი, წინ მივდივართ, შეუცვლელი არავინაა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონ ევროდ გადავიდა. ქართველი ფეხბურთელი "ნაპოლიში" 2022 წლიდან თამაშობდა და 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა, 2023 წელს კი, იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.