ფეხბურთი

23:38 | 25.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

„სიტიმ“ „ჩელსი“ დაამარცხა

პრემიერლიგის 23-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

„სიტის“ შემადგენლობაში ორი დებიუტანტი ვიხილეთ, ჭაბუკი უზბეკი აბდუკოდირ ხუსანოვი და ექს-აინტრახტელი ეგვიპტელი ომარ მარმუში.

ანაგრიში სტუმრებმა გახსნეს,მე-3 წუთზე 50-მილიონიანმა შენაძენმა ხუსანოვმა უხეში შეცდომა დაუშვა და ნონი მადუკემ გაიტანა.

„სიტი“ უკეთ გამოიყურებოდა და ამისათვის დაჯილდოვდა კიდეც. გვარდიოლმა, ჰოლანმა და ფოდენმა სამი უპასუხო ბურთი გაუტაბნეს „არისტოკრატებს.“

23 მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ცხრილში 41 ქულით მეოთხე ადგილზეა. „ჩელსი“ 40 ქულით მეექვსეზე მსგავსი თამაშების შემდეგ. ლიდერი 53-ქულიანი „ლივერპულია.“

ინგლისი. პრემიერლიგა. 23-ე ტური. 25 იანვარი: ბორნმუთი - ნოტინგემ ფორესტი 5:0, ბრაიტონი - ევერტონი 0:1, ლივერპული - იფსვიჩი 4:1, საუთჰემპტონი - ნიუკასლი 1:3, ვულვერჰემპტონი - არსენალი 0:1, მანჩესტერ სიტი - ჩელსი 3:1

0.115777