იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის მატჩი „ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ შორის დასრულდა. „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო, 53 ქულა მოუგროვდა, ლიდერობა განიმტკიცა და უშუალო კონკურნტ „ინტერს“ 6 ქულით გაუსწრო, თუმცა მილანელებმა ორი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.
მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა, თავის სადებიუტო გოლი გაიტანა „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ. 57-ე წუთზე ანდრე ზამბო ანგისამ გაათანაბრა. 69-ე წუთზე სქოთ მაკტომნეიმ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად დაარტყა რომელუ ლუკაკუმ - 2:1.
„ნაპოლი“ საჩემპიონო სვლას ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე აგრძელებს.