ფეხბურთი

19:55 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: „ლივერპულს“ კიდევ ერთი ტიტულის მოგება სჭირდება, სანამ მე, ვან დეიკი, ტრენტი და ალისონი აქ ვართ"

„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა თქვა, რომ მას სურს ტიტულების მოგება მანამ, სანამ ის და მისი რამდენიმე ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი კლუბს დატოვებენ.

„წლეულს ჩემი მოტივაცია არის ტიტულების მოგება და გამარჯვებებში დიდი როლის შეტანა, განსაკუთრებით ინგლისის პრემიერლიგაში.

გუნდში დავრჩით მე, ვირჯილი (ვან დეიკი), ტრენტი (ალექსანდერ-არნოლდი), ალისონი (ბეკერი), ჯო (გომესი) და რობო (ენდრიუ რობერტსონი), ხუთი თუ ექვსი ძველი მოთამაშე. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვიგოთ კიდევ ერთი ტიტული, სანამ ყველა წავალთ. თითქმის ყველაფრის მოგება მოვახერხეთ, მაგრამ პრემიერლიგაში მხოლოდ ერთხელ გავიმარჯვეთ. ვიმედოვნებ, მეორეჯერაც შევძლებთ ამის გაკეთებას, ეს შესანიშნავი იქნება", - ციტირებს სალაჰის სიტყვებს TEAMtalk.

სალაჰს, ვან დეიკს და ალექსანდერ-არნოლდს „ლივერპულთან“ კონტრაქტები მომავალ ზაფხულს ეწურებათ.

0.11862