ფეხბურთი

17:59 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში ახალი სეზონის წინ ბევრი სიახლეა. გარდა იმისა, რომ გუნდში მწვრთნელი შეიცვალა, ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, ასევე, რამდენიმე მოთამაშეს გუნდის დატოვება მოუწია.

„ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა: ნიკა სანდოხაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ელიტონ ჟუნიორი, გიული მანჯგალაძე, ლაშა შერგელაშვილი, მომო იანსანე და ჟორჟინიო ახალი სეზონიდან "ტორპედოს" ღირსებას აღარ დაიცავენ.

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში 1-ელ მარტს, „გაგრას“ უმასპინძლებს.


თეგებიტორპედო
0.115719