ფეხბურთი

13:34 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

პრეზენტაცია და დებიუტი: კვარაცხელია პსჟ-ს განაცხადში პირველად შეიყვანეს

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „რეიმსს“ უმასპინძლებს, ამ შეხვედრაში კი, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება.

ქართველი ფეხბურთელი პირველად მოხვდა პსჟ-ს განაცხადში და თამაშისთვის მზადაა. დანარჩენი უკვე მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ წუთს დაუთმობს კვარაცხელიას. L'Equipe იტყობინება, რომ სავარაუდოდ, ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იქნება.

მატჩამდე „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე ქართველ შემტევს გულშემატკივარს წარუდგენენ. მოგეხსენებათ, კვარა პსჟ-ში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ გადავიდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 46 ქულით ლიდერობს და „მარსელს“ 9 ქულით უსწრებს. პარიზელები „რეიმსს“ დღეს, 00:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.1157