ფეხბურთი

13:03 | 25.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ალ-ჰილალს" სალაჰისთვის კონტრაქტი მზად აქვს

„ლივერპულში“ მოჰამედ სალაჰის მომავალი გაურკვეველია და დიდი შანსია, მან სეზონის ბოლოს ინგლისური კლუბი დატოვოს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „ალ-ჰილალი“ მზადაა სალაჰის სახელფასო მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ზაფხულში ეგვიპტელი შემტევი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს. არაბულ კლუბს სალაჰისთვის კონტრაქტი 2028 წლამდე უკვე გამზადებული აქვს.

თუმცა, ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, „ლივერპულთან“ კონტრაქტის განახლების საკითხი ჩიხშია შესული და ჯერჯერობით მის განახლებაზე დადებითი მოლოდინი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს და 380 მატჩში 233 გოლი აქვს გატანილი. მანამდე სალაჰი „რომას“, „ფიორენტინას“, „ჩელსის“, „ბაზელის“ და „ალ მოკავლონის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062812