ფეხბურთი

12:24 | 25.01.2025 | ნანახია 168 - ჯერ

"მილანს" რიკარდო ორსოლინის შეძენა სურს

„მილანს“ „ბოლონიას“ ნახევარმცველის, რიკარდო ორსოლინის დამატება სურს. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.

28 წლის შემტევის სანაცვლოდ „ბოლონიამ“ მილანელთა შეთავაზება, რომელიც 18 მილიონ ევროს და ნოა ოკაფორის სატრანსფერო უფლებებს შეადგენდა, უარი თქვა, მაგრამ „როსონერი“ მზადაა შეთავაზება გააუმჯობესოს - 20 მილიონი ევრო, ოკაფორი და სამუელ ჩუკვუეზეს იჯარა.

ორსოლინი „ბოლონიას“ ლიდერია და 2018 წლიდან 234 თამაშში 64 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ორსოლინი „ასკოლის“, „იუვენტუსის“ და „ატალანტას“ წევრი იყო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136915