თურქმა ჟურნალისტმა ჰალუკ იურეკლიმ გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „გალათასარაი“ ღმერთმა გადაარჩინა 20 მილიონი ევროს დაკარგვისგან.
მან ამის შესახებ „ფენერბაჰჩე“ – „ლიონის“ მატჩის შემდეგ თქვა:
„მადლობა ღმერთს, „გალათასარაიმ“ მიქაუტაძე ვერ იყიდა. ამ ფეხბურთელის სამი მატჩი ვნახე, ღმერთმა გადაარჩინა „გალათასარაი“ 20 მილიონი ევროს გადახდისგან. ის 20 მილიონიც არ ღირს, არათუ 25, რასაც „ლიონი“ ითხოვდა“, - თქვა იურეკლიმ.
შეგახსენებთ, რომ „გალათასარაის“ გიორგი მიქაუტაძის ყიდვა სურდა, თუმცა, ტრანსფერი არ შედგა და ქართველი ფორვარდი მიმდინარე სეზონს „ლიონში“ დაასრულებს.