„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.
მას ეჭვი არ ეპარება, რომ ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ს გააძლიერებს:
„კვარა ფანტასტიკური ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად უფრო ძლიერები გავხდებით. თუმცა, ვარსკვლავი გუნდია, ის კი, მისი ნაწილია“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მ 70 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ქართველ ფეხბურთელს პარიზულ გუნდში დებიუტი სავარაუდოდ, დღეს, „რეიმსის“ წინააღმდეგ ექნება.