ჩოგბურთი

20:52 | 24.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პორტუგალიის ჩელენჯერს გამოეთიშა, მაგრამ რეიტინგში დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიის ქალაქ ოეირაშის ჩელენჯერს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი ბელგიელ ალექსანდერ ბლოკქსთან ორ სეტში, 3:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. მეტოქემ ორივე სეტში მოახერხა ბასილაშვილის ჩაწოდების მოგება, პირველ სეტში ორჯერ, მეორე სეტში ერთხელ, რაც გამარჯვების განმაპირობებელი აღმოჩნდა.

ბასილაშვილი ამ ტურნირის წინ ATP-ს რეიტინგში 206-ე ადგილზე იყო, მაგრამ მეოთხედფინალში გასვლით მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები დააგროვა და 29 საფეხურით დაწინაურდება, შესაბამისად, განახლებულ რეიტინგში 177-ე ადგილზე აინაცვლებს.

0.122652