ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ჯუზეპე პილონმა „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
მისი აზრით, კონტემ ხელი არ შეუშალა ქართველი ფეხბურთელის გაშვებას, რადგან ყველა მხარისთვის ეს ნაბიჯი საუკეთესო გამოსავალი იყო.
„კვარას „ნაპოლიდან“ წასასვლელად მიზეზი ექნებოდა და ვფიქრობ, რომ კონტემაც ამჯობინა, რომ ის არ შეენარჩუნებინა“, - თქვა პილონმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონ ევროდ გაასხვისა.