ფეხბურთი

18:00 | 24.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ჩერნომორეცის" მწვრთნელი: "ლაცაბიძეს ყველაზე დიდი პროგრესი აქვს"

ოდესის „ჩერნომორეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ბაბიჩმა ლუკა ლაცაბიძეზე ისაუბრა და ახალგაზრდა ქართველი მცველი შეაქო. როგორც მან თქვა, ლუკას დიდი პროგრესი აქვს.

„ჩვენთან ექვსი ფეხბურთელია იჯარით და ყველაზე დიდი პროგრესი ლაცაბიძეს აქვს. მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, უჭირდა დატვირთვების ქვეშ მუშაობა. ახლა ის უკეთაა, ახალგაზრდულ ნაკრებში 120 წუთი ითამაშა, გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა. როცა ფუნქციურად მზად ხარ, შეგიძლია უფრო მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება მოედანზე, მარტივ სიტუაციებში შეცდომებს აღარ დაუშვებ. ლაცაბიძე ბურთთან მუშაობით გამოირჩევა. ის ძალიან ემპათიურია ფეხბურთს მიღმა მიმდინარე მოვლენებზე, ინდივიდუალურ სამუშაოს ვაძლევთ, პროფესიონალია და მას მთელი გუნდის მხარდაჭერა აქვს”, - თქვა ბაბიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლაცაბიძეს „ჩერნომორეცის“ მაისურით უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული. ის ოდესურ გუნდში იჯარით თამაშობს და „შახტარის“ საკუთრებაშია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:18 | 09.09.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეჩვენება თუ ლუქსემბურგსაც აქვს გასვლის შანსი, მოკლეთ ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა

03:29 | 09.09.2023
alfadhirhaiti (7530)

სლოვაკეთი მაგარი ჩახრამულია, მაგრამ ისეთ ჯგუფში ჩასვეს, რო შეიძლება უნებლიედ გავიდნენ მეორე ადგილზე.

02:27 | 09.09.2023
Z.LO (802)

საინტერესო ცხრილია

0.065626