„ლიონის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „ფენერბაჰჩესთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მოეწონა ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად თამაში და იმედი აქვს, რომ მოედანზე მასთან ერთად მომავალშიც იქნება:
„ეს კარგი ქულაა. გვქონდა გოლის გატანის შანსები ამ მატჩის მოსაგებად, მაგრამ მებრძოლი სულისკვეთება გამოვავლინეთ. მომეწონა ლაკაზეტთან ერთად თამაში, კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ის უკან იხევდა, რაც მასთან კომბინირების საშუალებას მაძლევდა. ეს კარგია მომავლისთვის და იმედია, ასე გაგრძელდება“, - თქვა მიქაუტაძემ.
ლაკაზეტმა და მიქაუტაძემ ერთად მომავალშიც რომ შეიძლება ითამაშონ, „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმაც დაადასტურა:
„რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ჰქონდეს გაგრძელება. ეს იყო ვარიანტი 4-2-3-1 სქემაში, რაც ფოფანას ტრავმამაც განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გავიტანეთ, ამან შეიძლება იმუშაოს, რადგან ჩვენი თამაშის ხარისხი დადებითი იყო. ჟორჟის და ალექსის ასოციაცია არის ის, რაც სეზონის დასაწყისშიც გვინდოდა“, - თქვა საჟმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.