მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის გათამაშების ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ალექსანდერ ზვერევი იქნება.
სინერმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ბენ შელტონი მარტივად სამ სეტში 7:6, 6:2, 6:2 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გეტყვით, რომ იტალიელ ჩოგბურთელს აღნიშნული ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგების შანსი აქვს.
ავსტრალიის ღია პირველობის გათამაშების ფინალური შეხვედრა 26 იანვარს 12:30-ზე გაიმართება.