37 წლის გერმანელმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის საფუძველზეც ახალგაზრდა სპეციალისტი გერმანიის ნაკრებს 2028 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფციალურად დადასტურდა. როგორც ცნობილია ნაგელსმანს კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უმთავრდებოდა, თუმცა მხარეებმა ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს სათავეში 2023 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ტურნირის გამარჯვებულ ესპანეთთან დამარცხდა.