NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრაში დამარცხდა გოგა ბითაძის გარეშე მოასპარეზე "ორლანდო მეჯიქი". გოგას გუნდმა საკუთარ მოედანზე "პორტლენდს" უმასპინძლა და 79:101 დამარცხდა. "ორლანდოსთვის" აღნიშნული მარცხი ზედიზედ მეხუთეა.
გოგა ბითაძემ აღნიშნული მატჩი კვლავ ტრავმის გამო გამოტოვა, მან დაზიანება 13 იანვარს "ფილადელფიასთან" გამართულ მატჩში მიიღო. მისი დაბრუნების თარიღი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
აღნიშნულ შეხვედრაში "ორლანდოს" გუნდის ლიდერი ფრანც ვაგნერი დაუბრუნდა, თუმცა გოგას გუნდს ამ ყველაფერმაც ვერ უშველა.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 23 მოგება და 23 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე- ადგილს იკავებს. გოგას გუნდი მორიგ შეხვედრას 26 იანვარს გამართავს, სადაც მისი მეტოქე "დეტროიტი" იქნება.