ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ნოვაკ ჯოკოვიჩი ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდა, სადაც სერბმა პირველი სეტის შემდეგ, ძლიერი ტკივილების გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ტურნირს გამოეთიშა.
37 წლის ჯოკოვიჩმა პირველი სეტი 7:6 წააგო, რის შემდეგაც ბადესთან მივიდა ზვერევს გადაეხვია და მატჩის შეწყვეტის შესახებ მსაჯებს ამცნო. გეტყვით, რომ სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობის გათამაშება 10-ჯერ აქვს მოგებული.
ალექსანდერ ზვერევის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იანიკ სინერსა და ბენ შელტონს შორის გამარჯვებული იქნება. აღნიშნული მატჩი დღეს გაიმართება.