NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, "სან ანტონიო", რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში "ინდიანა პეისერს" დაუპირისპირდა და მეტოქე 140:110 გაანადგურა.
სანდრო მამუკელაშვილმა აღნიშნულ მატჩში 11 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა 6 ქულას 5 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიოს" 20 მოგება და 22 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას სანდროს გუნდი კვლავ "ინდიანას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 25 იანვარს ჩატარდება.