მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან „მანჩესტერ სიტის“ გავარდნა სურს, რადგან ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად განიხილავს:
„ჩვენთვის კარგი ამბავი იქნებოდა „სიტი“ თუ პლეი-ოფში ვერ გავა და ჩამოგვშორდება, რადგან ჩემი აზრით, გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, როგორც ყოველთვის“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ბოლო „ბრიუგეს“ უმასპინძლებს და აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება.